"ის გვეუბნება, მე ტესტებით „ვიგულავებ“ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში“ - კანდელაკი ზალკანიანზე

გამოქვეყნდა:

"ის გვეუბნება, მე ტესტებით „ვიგულავებ“ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში“ -  „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას ეხმაურება და ხელისუფლებას დისკრიმინაციულ მიდგომასა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.

კანდელაკი ამბობს რომ მაშინ, როცა მინისტრი კარანტინში არ მიდის და სხვა მოქალაქეებს სავალდებულო იზოლაციაში უშვებენ, ნიშნავს, რომ ზალკალიანი პრივილეგიით სარგებლობს:

"ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ მინისტრი კარანტინში უნდა იჯდეს, მაგრამ თუკი მინისტრს აქვს პრივილეგია, „გაუმწვანებელი“ ქვეყნიდან შემოვიდეს ტესტით, რა დააშავა ძალიან ბევრმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელიც „გამწვანებული“ ქვეყნიდან ვერ შემოდის, მაშინ როცა ამ „გამწვანებული“ ქვეყნების მოქალაქეებს არაფერს არ ვთხოვთ? ამდენმა ხალხმა რა დააშავა და რატომ არის გამონაკლისი დავით ზალკალიანისთვის, ვინ არის საერთოდ დავით ზალკალიანი?“ - ამბობს კანდელაკი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელიდან დაბრუნებისთანავე, PCR კვლევა ჩაუტარდა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი