მოვუწოდებ სტრატეგიულ პარტნიორებს მაქსიმალური ჩაერთულობისკენ - ვაშაძე სომხეთ-აზერბაიჯანზე

გამოქვეყნდა:

ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე სტრატეგიულ პარტნიორებს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამ ორ ქვეყანას შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება შემაშფოთებელია.

დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის ესკალაცია ან ფართომასშტაბიანი ქმედებები არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის... აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მაქსიმალური ჩაერთულობისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მორიგი სამხედრო დაპირისპირებები, რომელიც სავალალო შედეგების მომტანი იქნება არა მარტო ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ განვითარების საშუალებას დაუკარგავს მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონს - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მისი შეფასებით, გასათვალისწინებელია რუსეთის როლი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კონფლიქტური სიტუაციების სათავისოდ მოგვარების მხრივ. ვაშაძე ამბობს, რომ წლებია სომხეთის მოკავშირედ გვევლინება, თუმცა შეიარაღებას აწვდის აზერბაიჯანს - "ეს არის ის ორმაგი თამაში, რომელიც უკვე გამოიარა საქართველომ".

მეექვსე დღეა გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. თოვუზის პროვინციაში სისხლისღვრას, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი ორივე მხარეს მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია აზერბაიჯანის 11, სომხეთის კი ოთხი სამხედრო პირი. 

დაპირისპირებული მხარეები კონფლიქტში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი