ოკუპანტების მიერ დაჭრილი და გატაცებული გახელაძის ოჯახი ხელისუფლებას გააქტიურებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლებას გააქტიურებას სთხოვს. ისინი  ამბობს, რომ ამ დრომდე არ იციან როგორია ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სად იმყოფებოა კონკრეტულად ის.

ოჯახისთვის ეს ინფორმაცია წითელ ჯვარს უნდა მიეწოდებინა, რომლის წარმომადგენლებიც იმ კლინიკაში შესვლას, სადაც გახელაძე გადაიყვანეს უშედეგოდ ელიან. გახელაძეების ოჯახს დღეს "საიას" ხელმძღვანელი შეხვდა, თუმცა მან ადგილი მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. ოჯახში მანამდე ლელოს გორის ოფისის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"როგორ მოახერხებდა სანადირო თოფიდან 10 გასვროლას, მე იმასაც არ ვადასტურებ თან ჰქონდა თუ არა და გაისროლა თუ არა, მაგრამ მესმის ერთი გაისროლო, ისიც იმიტომ, რომ ძმაკაცი გაეფრთხილებინა, ან გაუვარდა შიშისგან ყველაფერია მოსალოდნელი. რაც გააკეთა ის თქვან მაინც, ნუღარ დაამძიმებენ ჩემს ისედაც დამძიმებულ მდგომარეობას - თქვა ნანა ბუტურმა.

მიშა გახელაძემ აღნიშნა, რომ გატაცების ადგილზე არანაირი ბარიერი და მავთულხლართი არაა. მისი თქმით, ხალხი ტერიტორიას ყოველთვის, საძოვარად და ფიჩხის წამოსაღებად იყენებდა. 

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დე-ფაქტო ცხინვალი ამტიცებენ რომ მამაკაცმა ე.წ. მესაზღვრეებს თავდაპირველად 10 ტყვია ესროლა და ის საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი