ქუთაისმა 90 მილიონის სუფთა მოგება დაკარგა - გრიგოლ ვაშაძე

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კოლაფსის გათვალისწინებით, სახელმწიფომ ის სასტუმროები, რომლებიც პანდემიით დაზარალდნენ, გადასახადებისგან უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ამ ქალაქს ეკონომიკური აქტივობის მხოლოდ ერთი სფერო ჰქონდა შემორჩენილი - ტურიზმი. ობიექტური მიზეზების გამო, რომელიც პანდემიის დროს დაიწყო, საქართველოში ეს სფერო განადგურებულია, მაგრამ ხელისუფლებას ერთი წუთით არ უფიქრია ამ სფეროში დასაქმებული ადმიანების კეთილდღეობაზე, შემოსავალზე. ქუთაიში სულ 3 500 სასტუმროა, მათ შორის საოჯახო ტიპის ჰოსტელი, აქედან 500-ზე ნაკლებია გახსნილი და ისინი 30%-ს დატვირთვითაც ვერ მუშაობენ. ქალაქმა დაკარგა სულ მცირე 90 მილიონის სუფთა მოგება.

ვაშაძის აზრით, ქუთაისის დასახმარებლად უნდა გაკეთდეს შემდეგი რამ:

  1.  სასწრაფოდ შეიქმნას თავისუფალი ტურისტული ზონა და ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაშია, ქუთაისში მცხოვრებ ინვესტორებს გადაეცეს, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს.
  2.  ის ობიექტები რომლებიც ახლა მოქმედებენ, 2021 წლამდე ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლდეს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი