აჭარაში წინასაარჩევნოდ ზონდერ ჯგუფებს ქმნიან. რეზო წულუკიძე, რომლიც რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს ამბობს რომ მას სჯიან და ეს იმის გამო ხდება, რომ ხელისუფლებას დახმარებაზე უარი უთხრა.
წულუკიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა და ე.წ. კანონიერ ქურდებზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა კონსპირაციული შეხვედრის დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.
რეზო წულუკიძე აპრილში, ბათუმში მომხდარი ჩხუბის შემდეგ დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს ელდარ ანთაძეც. გამოძიებამ მათ ჯგუფურად ხულიგნობის მუხლით წაუყენა ბრალი. ბრალი წარუდგინეს მეორე მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე წულუკიძე გახმაურებული ჩხუბის დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ კონფლიქტი მას შემდგ გამწვავდა, რაც დაპირისპირებაში ე.წ. კანონიერი ქურდი ენცო ჩაერია.
რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივებს. წულუკიძის ძმა, ფირუზ წულუკიძე ამბობს, რომ ორივე მათგანი სპორტსმენები არიან და ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მათ დახმარება სთხოვა, რაზეც უარი მიიღეს. წულუკიძეები ვარაუდობენ, რომ "კანონიერი ქურდიც" მათ საქმეში მხოლოდ ამ მიზეზით ჩაერთო.
"ამ საქმეში ჩარია თავისი დამხმარე ბიჭები და გამოგვიგზავნა "ენცოს" ეძახიან და მისმა გამოგზავნილმა ბიჭებმა აურიეს ყველაფერი. დაჭრეს რეზო და ელდარი" - იხსენებს მომხდარის დეტალებს ფირუზ წულუკიძე
სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაკავებულების ადვოკატი საქმეში არსებულ არასაკმარის მტკიცებულებებზე საუბრობს, პროკურორი კი პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავს.