
კახეთის გზატკეცილზე, კახა კალაძის 50-მილიონიანი გზიდან ორ მიწისქვეშა გადასასვლელში წვიმისა და სარწყავი სისტემის ჩართვის დროს წყალი ჩადის და კედლები სველდება, რაც ფეხით მოსიარულეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება. ამბობს, რომ ეს კალაძის კორუფციული გარიგების კლასიკური მაგალითი და შედეგია.
საბოლოო ჯამში, ეს გზა 50-მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და 50-მილიონიანი გზიდან ჟონავს და წვიმს მიწისქვეშა გადასასვლელებში. ორ მიწისქვეშა გადასასვლელში წვიმს ჩვეულებრივად, როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ. კარგ ამინდშიც ჩამოდის წყალი იმიტომ რომ სარწყავი სისტემებიდან პირდაპირ აქ ჟონავს, ეს სიცოცხლისთვის სახიფათოა როგორც მიწის ქვემოთ, ასევე მიწის ზემოთ. თუ ამას არ მიხედავენ, დალპება და ეს გზა შეიძლება ჩამოვიდეს ძირს. ასევე გადის მაღალი ძაბვის სადენები მიწისქვეშ და რა თქმა უნდა, სახიფათოა. ეს არის კრიმინალი კალაძის კორუფციული გარიგების კლასიკური მაგალითი და შედეგი. ზემოთ გზა და ქვემოთ წვიმს, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის ორივე მიმართულების კაპიტალური რეაბილიტაცია 2019 წლის აპრილში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეო გრუპმა“ შეასრულა.