ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის ნაწილი პარლამენტში შიმშილობას იწყებს

გამოქვეყნდა:

ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს. განცხადება ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, დავით კირკიტაძემ გააკეთა:

"დღეს, მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას. ამ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა ფრაქციის შიგნით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და იქნება პარლამენტის კედლებს გარეთაც." განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან შიმშილობას დღეს სამი დეპუტატი - დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და აბდულა ისმაილოვი დაიწყებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი