"ჩემთან დაკავშირებით გუნდის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი" - თალაკვაძე "ოცნების" მაჟორიტარებზე 

გამოქვეყნდა:

მაჟორიტარების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო მათი პროფესიონალიზმი და სანდოობა საზოგადოების მხრიდან - არჩილ თალაკვაძე მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატებზე საუბრობს და ამბობს, რომ გუნდში იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები, ასევე ახალი სახეები.

ქართული ოცნება მაჟორიტარობის კანდიდატებს 30 ოლქში 20 ივლისს დაასახელებს, თუმცა პროპორციული სიის შემადგენლობა ამ დრომდე უცნობია.

თალაკვაძე ამბობს, რომ კანდიდატი შერჩეულია გურიის ოლქშიც და პირადად მასთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილება უფრო მოგვიანებით, პროპორციული სიის წარდგენისას გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი