ინერტული მასალების უკანონო მოპოვება ნატანებზე - პოლიციამ "ენმ"-ს ლიდერები გამოკითხა

გამოქვეყნდა:

ინერტული მასალების უკანონო მოპოვება - ოზურგეთის პოლიციაში "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერები გამოკითხეს.

დავით მჟავანაძემ და ბესო ქათამაძე პოლიციაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მათ მდინარე ნატანებზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დ გარემოს დაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, ინერტული მასალების უკანონო მოპოვებაში ამხილეს

ოპოზიციის წარმომადგენელები ამბობენ, რომ ისინი გვიან ღამით ადგილობრივების მოთხოვნით სოფელ გურიანთაში ჩავიდნენ, სადაც ინერტული მასალის მოპოვება მდინარე ნატანებზე უკანონოდ მიმდინარეობდა. 
მათი მისვლის შემდეგ კი ადგილიდან ათამდე თვითმცლელი ტრაქტორის და ექსკავატორის მძღოლები მიიმალნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი