შესაძლოა იყო პოლიტიკური დაკვეთაც, ეს ოჯახი ცნობილია ხელისუფლების ოპონირებით - ბოკერია მარნეულის ინციდენტზე

გამოქვეყნდა:

მარნეულის ერთერთ სოფელში მომხდარ ინციდენტს "ევროპული საქართველო" ეხმაურება. პარტიის ერთ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველებმა შესაძლოა გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს.

"ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ბადებს ეჭვებს, რომ აქ საბაბად იქნა გამოყენებული ის ისტორია, რაც არსებობდა ქალიშვილის ქორწინებასთან დაკავშირებით და შესაძლოა იყო პოლიტიკური დაკვეთაც, იმიტომ, რომ ეს ოჯახი ცნობილია თავისი პოლიტიკური პოზიციით, ხელისუფლების ოპონირებით, არმხარდაჭერით ივანიშვილის გუნდის" - ამბობს ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ ჩხრეკას მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივებმა სამართალდამცველები ნარკოტიკის ჩადებაში დაადანაშაულეს.

შსს-მ კი ადგილობრივებს კონტრბრალდებები წაუყენა და ისინი საგამოძიებო მოქმედებებისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. მომხდარზე უწყებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა:

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცავები ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედება-ჩხრეკას, ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ პოლიციას ხელი შეუშალა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში.

ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე და 381 მუხლის პირველი ნაწილით- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვიდეომასალა "ფეისბუქის" საშუალებით რაშან ზიადალიევმა გაავრცელა, სადაც ის წერდა, რომ "სოფელ არაფლოში, ერთ-ერთი სახლში ჩხრეკის დროს პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალება ჩაიდო".

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი