მდინარაძე განმარტავს, რატომ მისცა ხმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ ომბუდსმენობის 3 კანდიდატს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ მისცა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ ხმა ომბუდსმენობის სამ კანდიდატს - მარიკა არევაძეს, ანა აბაშიძესა და გიორგი ბურჯანაძეს. მდინარაძე ამბობს, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო.

"იმ წამსვე დავუკავშირდით რა მოხდა, იმიტომ, რომ მისი ხმა დაფიქსირდა, ოღონდ ანბანის მიხედვით პირველ სამ ადამიანზე, არევაძე, აბაშიძე და ბურჯანაძე, თქვა რომ არაფერი, ტელეფონი მქონდა ეტყობა მიდებული და ტექნიკური ხარვეზის გამო დაფიქსირდა და განცხადებაც კი დაწერა ამ უხერხულობის აღმოსაფხვრელად", - თქვა მდინარაძემ. 

მისივე თქმით, ვასილ ჩიგოგიძე ერთიანია "ქართული ოცნების" გუნდის გადაწყვეტილებასთან.

ცნობისთვის, დღეს "ქართულმა ოცნებამ" კენჭისყრები ჩააგდო: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი