გადავარჩინოთ მიშა - ფეიგინი ინიციატივით გამოდის 4 იანვარს საქართველოს საელჩოებთან აქციები გაიმართოს

გამოქვეყნდა:

რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი მსოფლიოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ისინი ინიციატივით გამოდიან, 2023 წლის 4 იანვარს, გლობალური აქცია გაიმართოს და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავენ მივიდნენ მათ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან ადგილობრივი დროით12 საათისთვის. ამის შესახებ ფეიგინმა და არესტოვიჩმა  გადაცემა ,,ფეიგინ-ლაივში'' ისაუბრეს.

"რამდენიმე დღეა განვიხილავთ მიხეილ სააკაშვილის საკითხს. პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. იმედი გვქონდა ზურაბიშვილის რეაქციის. ამიტომ ჩვენ არესტოვიჩთან ერთად  ვფიქრობთ, სწორი იქნება მხარი დავუჭოროთ მას მარტივად. ჩავატარებთ გლობალურ აქციას  - გადავარჩინოთ მიშა - 4 იანვარს მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მაყურებელს, ვიდრე საქართველოში შობა დადგება, გამოდით მთელს მსოფლიოში  მთავარ დედაქალაქებში, საქართველოს ყველა საელჩოსა და საკონსულოსთან, მოდით პლაკატებითა და მოთხოვნებით, რომ მოხდეს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე და სააკაშვილს, მისი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით მისცენ საშუალება მიიღოს ადეკვატური მკურნალობა. მე უკვე მომწერეს მთელი მსოფლიოდან და ეს გიგანტური რაოდენობის ადამიანებია. დავიწყოთ ამით", - თქვა ფეიგინმა. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ აქციას ექნება შედეგი და შობამდე მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი