შესწორებულია: რუსულ Telegram არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი საქართველოში ჩამოდის

გამოქვეყნდა:

შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური და შინაარსი არასწორი და მანიპულაციური იყო, რის გამოც ტექსტი შეიცვალა. კერძოდ, მასალას ერქვა "პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი საქართველოში ჩამოდის | კირიენკოს გასაიდუმლოებული ვიზიტის დეტალები" - რაც არასწორია, რადგან კირიენკოს ვიზიტთან დაკავშირებით დადასტურებული ინფორმაცია არცერთ მხარეს არ გაუვრცელებია, შესაბამისად, მტკიცებითი ფორმით ფაქტის გაჟღერება შეცდომაა. ტექსტი მთლიანად ეყრდნობოდა რუსულ "ტელეგრამ არხზე" გავრცელებულ ინფორმაციას და არ იყო მითითებული ის, რომ ქართულმა მხარემ აღნიშნული უარყო. ასევე არ იყო აღნიშნული, რომ შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, არ არსებობს. შესაბამისად, სტატიის ტექსტი მთლიანად გასწორდა.

რუსულ ტელეგრამ არხზე, GENERALL SVR-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოში საიდუმლო ვიზიტით ჩამოსვლას გეგმავს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ ცნობა ან კომენტარი არცერთ მხარეს არ გაუვრცელებია, შესაბამისად არცერთი მხარე ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებს. მეტიც, "ქართული ოცნების" ლიდერებმა, მათ შორის თავმჯდომარემ ცნობა კატეგორიულად უარყო.

რუსული ტელეგრამ არხით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სერგეი კირიენკომ მოლაპარაკებები უნდა გამართოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი ცნობა მოყვანილი არაა. 

"არხის ძვირფასო აბონენტებო და სტუმრებო! მართლაც საინტერესო და გარკვეულწილად სენსაციური სიახლეა, რომ ამ დღეებში საქართველოში არაფორმალურ ვიზიტს გეგმავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო. ყველა დეტალი დაცულია მკაცრად კონფიდენციალურად. საიდუმლო ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კირიენკო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი ელჩის როლს ასრულებს და ამ ვიზიტის მომზადებაც კი საუბრობს საქართველოსა და რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას შორის ძალიან სანდო ურთიერთობაზე" - ნათქვამია ტელეგრამ არხით გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი