4 იანვარს უნდა შევიკრიბოთ კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის | ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხვალ 4 იანვარს 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართება. მისივე თქმით, პროტესტის მონაწილეები შეიკრიბებიან შეკვეთილშიც, საიდანაც მსვლელობა იქნება ბიძინა ივანიშვილის სახლამდე.

ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს და ევროპას შორის ბარიერი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც  2023 წელს კრიმინალური რეჟიმთან ერთად უნდა დასრულდეს.

"მსოფლიოს მშვიდობის მტერი, ტერორისტი პუტინი და მისი რუსეთი გარდაუვალად დამარცხდება თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის, მებრძოლ ხალხთან უკრაინაში და ჩვენ და ჩვენ ამ გამარჯვების თანამონაწილეები უნდა ვიყოთ. საქართველოს გაერთიანება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს, მაგრამ მანამდე ჯერ შიდა მტერთან, რუს ოლიგარქთან მოგვიწევს გამკლავება, რათა მოვახერხოთ საქართველოს გათავისუფლება ამ ბოროტი ძალისგან. შესაბამისად დედაქალაქში ხვალ, 4 იანვარს 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის და მხარდასაჭერად უნდა შევიკრიბოთ სახელმწიფო კანცელარიასთან და ასევე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ასევე 18:00 საათზე. ხვალ სახელმწიფო კანცელარიიდან გვექნება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლთან. და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მთავარი ბოროტების წყარო საქართველოში, ჩვენსა და ევროპას შორის კარებში გაჩხერილი არის ბიძინა ივანიშვილი და 2023 წელს რუს ოლიგარქთან ერთად უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, 4 იანვრის გლობალური აქციების გამართვის ინიციატივით რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი გამოვიდა. ის და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებენ მივიდნენ მათ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან და მოითხოვონ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების უფლება.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი