ყველა თანამშრომელი იზიარებს მძიმე დანაკარგის ტკივილს და ღრმა მწუხარებით იხრის ქედს - უკრაინის საელჩო

გამოქვეყნდა:

უკრაინის საელჩო საქართველოში ქართველი მსახიობის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება.

"ძნელია იპოვო სიტყვები, რომლებიც შეამსუბუქებს გულისტკივილს საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო.

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დიდი მეგობარი, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცხოვრებიდან წავიდა მგრძნობიარე, გულწრფელი და მეგობრული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას აგრესორთან - რუსეთთან ბრძოლაში.

მაგრამ მისი მართალი საქმეები და ცოცხალთა ნათელი ხსოვნა რჩება თეთრ სამყაროში.

ამ ტრაგიკულ მომენტში, საელჩოს ყველა თანამშრომელი იზიარებს მძიმე დანაკარგის ტკივილს და ღრმა მწუხარებით იხრის ქედს.

მარადიული ხსოვნა…

სამუდამოდ ჩვენს გულებში იქნება შენი მომხიბვლელი ხმა, შენი ღიმილი და შენი სიმღერები, ჩვენო ძვირფასო ბატონო ბუბა", - წერს საელჩო.

ცნობისთვის, მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი