"მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ იხელმძღვანელებენ საკუთარი ინტერესებით" - "ოცნებამ" ლავროვის ქება ისევ დაიმსახურა 

გამოქვეყნდა:

საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, პატივისცემას იმსახურებს - РИА Новости წერს, რომ ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ დასკვნით პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

„ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც მოითხოვს... შეუერთდეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს. და ის ფაქტი, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა, თქვას, რომ (ისინი) იხელმძღვანელებენ საკუთარი ინტერესებითა და მათი ეკონომიკის ინტერესებით, პატივსაცემია",- თქვა ლავროვმა. 

ლავროვის მტკიცებით, საქართველოს მშპ შარშან 10 პროცენტით გაიზარდა, რაც დიდწილად ტურიზმისა და რუსეთთან ვაჭრობის წყალობით მოხდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი