სასწრაფოს თანამშრომლების პროტესტი მე-7 დღეა გრძელდება - მათ ადმინისტრაციულ შენობაში აღარ უშვებენ

გამოქვეყნდა:

სასწრაფო დახმარების თანამშრომლების უწყვეტი პროტესტი მეშვიდე დღეა გრძელდება. ექიმები და მძღოლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ. თანამშრომლების ნაწილი ღამეს გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, ნაწილი კი ღია ცის ქვეშ ათენებს.

გუშინ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შესასვლელი კარი ჩაკეტეს, რის გამოც, პროტესტის ის მონაწილეები, რომლებიც შიგნით დარჩნენ ადვოკატთან შეხვედრის უფლებაც კი აღარ ეძლევათ.

"ჩვენი სამი თანამშრომელი იმყოფება ადმინისტრაციულ შენობაში, ასე ვთქვათ, გამოკეტილი, ორი ქალია, რომლებსაც 4-4 შვილი ჰყავთ", - თქვა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სასწრაფოს თანამშრომლები პროტესტის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი