დააკავეს პირი, რომელიც ხალხს ფულის სანაცვლოდ, გამოცდების გარეშე, "გეპეიში" ჩარიცხვას ჰპირდებოდა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულებს არწმუნებდა, რომ თითქოს როგორც დეკანს, 3 000 - 5 000 ლარის სანაცვლოდ, გამოცდების გარეშე ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა შეეძლო.

გარდა ამისა, დაზარალებულებს ეუბნებოდა, რომ თითქოს "სტუდენტური პროგრამის" ფარგლებში, სტუდენტებისთვის ბინების მინიმალურ ფასად - დაახლოებით 7 000 -11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო.

"ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების - 3000 - 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო.

ასევე, ბრალდებული სარგებლობდა რა დაზარალებულების ნდობით, ატყუებდა მათ, თითქოს არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო.   

ბრალდებული აღნიშნული სქემის გამოყენებით, 10 დაზარალებულის ფულად თანხას - ჯამში 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა", - წერია განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი