ბრძოლა ოკუპანტებთან და კორუფციასთან - გადამდგარი მაღალჩინოსნები და მოსალოდნელი ცვლილებები უკრაინის ხელისუფლებაში

გამოქვეყნდა:

უკრაინის მთავრობამ შიდა საკითხების მოგვარება და კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო. მას შემდეგ რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს კორუფციის ფაქტების გამოძიება და ევროპული სტანდარტების შემოღება დაავალა,  თანამდებობები ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს თავდაცვის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის, მუნიციპალიტეტებისა და ქვეყნის ტერიტორიული ერთეულების განვითარების სამინისტროს, სოციალური პოლიტიკის სამინისტროს, ასევე გენერალური პროკურორის მოადგილეებმა.  

ზელენსკიმ  თანამდებობიდან ასევე 5 ოლქის - კიევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, სუმისა და ხეროსნის ოლქის გუბერნატორები გადააყენა. რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სამართალდამცველმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს. შიდა პატიმრობაში დატოვეს  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვასილი ლოზინცკი, რომელიც პოლიციამ 400 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე, რამდენიმე დღის წინ დააკავა. 

მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითი შეფასება მოჰყვა, როგორც საზოგადოების ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც რომლის შესრულებას უკრაინას როგორც  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას ევალება.

ცვლილებები იგეგმება მმართველი პარტიის რიგებში. მას შემდეგ რაც დავით არახამიამ თავისი მოადგილე თანამდებობიდან გადააყენა და პროკურატურას მისი ფინანსური შემოსავლების შესწავლა მოსთხოვა, პარტიის წევრები მომავალ პარტიულ ცვლილებზე ალაპარაკდნენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი