"თუ მოსამართლემ სამხარაულის დასკვნა გაიზიარა და დაუშვა, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთმევა" | ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე რატი ბრეგაძის საგანგებო ბრიფინგს ეხმაურება და ამბობს, რომ თუ სამხარაულის დასკვნა მოსამართლემ გაიზიარა და დაუშვა, მაშინ მიხიელ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთმევა.

"კარგი იქნებოდა, იუსტიციის მინისტრს აქვე მოეყოლებინა მუხლი, რომლითაც იხელმძღვანელა, როცა ეს განცხადება გააკეთა. მე საერთოდ ეჭვი მეპარება, ამ ხალხს იურისპუდენციასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მსგავს მუხლს არ იცნობს, არც ექსპერტიზის ჩატარების წესს.მეორე, ცოცხალ ადამიანზე როდესაც არსებობს დავა, დააყენა პენიტენციურმა შუამდგომლობა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაზე და მოსამართლემ ამაზე უარი განაცხადა.

ანუ, შუამდგომლობაზე ერთხელ უარი იქნა ნათქვამი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ერთხელ დაყენებული შუამდგომლობა მეორედ აღარ შეიძლება იქნეს დაყენებული. დაახლოებით 15 მუხლი იქნა დარღვეული იუსტიციის მინისტრისგან დღეს გაკეთებული განცხადებიდან ფაქტი ერთია, ეს მათი გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ იმდენად მყარი და ძლიერია სასამართლო სამედიცინო და ფსიქიატრიული ესპერტიზის დასკვნა, რომელიც ცენტრ „ემპათიამ“ წარადგინა სასამართლოში, მათ გაუჩნდა შიში, რომ მოსამართლემ შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების და მოიგონეს ეს რაღაც. ეს სამართალი არ არის, ესაა ბრძოლა წესების გარეშე.

არ გამოვრიცხავ, ამან გვაიძულოს, რომ საერთოდ დავანებოთ ქართულ სასამართლოს თავი და პირდაპირ წავიდეთ სტრასბურგის სასამართლოში. თუ სამხარაულის დასკვნა მოსამართლემ გაიზარა და დაუშვა, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა", - ამბობს ხაჭაპურიძე. 
[საზოგადოებრივი მაუწყებელი]

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ "სამხარაულის დასკვნით, ცენტრ "ემპათიას" მიერ გამოტანილი დიაგნოზები არ არის სარწმუნო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი