სამხარაულის ორღობის ექსპერტიზამ როგორ უნდა შეაფასოს ამდენი საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა ამას ვნახავთ - ჯიშკარიანი 

გამოქვეყნდა:

რეპუტაციის შელახვის მცდელობა და ზეწოლა ექსპერტიზაზე - ასე აფასებს ცენტრ ,,ემპათიის'' ხელმძღვანელი იუსტიციის სამინისტროს დავალებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული დასკვნის შესწავლას.

ცენტრი ,,ემპათიაც'' შეისწავლის სამხარაულის დასკვნას საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მოუწევს, ყველა დასკვნის გასაჯაროება, რომელშიც დემენციის დიაგნოზი აქვთ დასმული.

"ჩვენი დასკვნა გასაჯაროვდება. სამხარაულის დასკვნაც დაიდება და სამხარაულის ორღობის ექსპერტიზამ როგორ უნდა შეაფასოს ამდენი საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა ამას ვნახავთ და სტრასბურგიც იხილავს. მოახდინეს დასკვნის შეფასება, ასეთი ექსპერტიზა არ ჩატარებულა ჯერ და იურიუდიული საფუძვლებიც ძალიან საეჭვოა. გასტროენტეროლოგია და ნევროლოგია იგივე დიაგნოზებია, რაც ვივამედშია დასმული, შესაბამისად უნდა ვნახოთ მაშინ, ე.ი. უარყო სამხარაულმა ვივამედის დიაგნოზები. ფსიქიატრიაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება მისი ინდივიდუალური შემოწმების გარეშე, ნონსესად მიმაჩნია",- ამბობს ჯიშკარიანი. 

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო არ ენდობა 16 სპეციალისტის, ქართველი და უცხოელი ექიმების მიერ მომზადებულ დიაგნოზებს. იუსტიციის მინისტრის თქმით, ცენტრ ,"ემპათიას" დასკვნა ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური მდგომარეობის შესახებ არ არის სარწმუნო და უტყუარი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი