უწყვეტი ძალადობა და შანტაჟი ბავშვების წართმევით | 23 წლის ქალი ქმარს და მის ოჯახს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

23 წლის ქალი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ქმარსა და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს. დიანა ზოიძე ამტკიცებს, რომ 8 წელია მასზე უწყვეტად ძალადობენ და დუმილის სანაცვლოდ შვილების წართმევით აშანტაჟებენ.

ახალგაზრდა ქალს ჯერ ჩადრით სიარულს აიძულებდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ბოლოს იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ თვითმკვლელობაც სცადა. შედეგად მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა და ახლა განმეორებითი ოპერაცია სჭირდება. ქალი მოძალადეების დასჯას ითხოვს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

ავტორები: თეა ვაშალომიძე, ნინო ღვედაშვილი

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი