მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, კლინიკა ვივა მედიდან მას მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ.
ხაჭაპურიძე ამ წუთებში კლინიკა ვივა მედში მივიდა.
ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ თავდაპირველად ენმ-ის წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა. კლინიკაში ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.