რეანიმაციაში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ, რაღაც პროცედურებია გასავლელი - გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით  რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ 
და ამისთვის ჯერ კონკრეტული პროცედურები უნდა გაიარონ.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს მაღალმა ტემპერატურამ ოდნავ დაუწია

"არ გადაუყვანიათ [რეანიმაციულ განყოფილებაში] ჯერჯერობით, იმიტომ რომ რაღაც პროცედურები არის გასავლელი. მე დეტალები არ ვიცი, უბრალოდ, ზოგადად გავიგე რომ არის კიდე რაღაცა დეტალები. სხვა მხრივ, მაღალი სიცხე რომ ჰქონდა, ახლა შედარებით დაწეული აქვს სიცხე და შედარებით ნორმალური მდგომარეობა გვაქვს...მთელი დღე მაგაზე არის საუბარი და მეც ასე ვიცოდი და რა ვიცი", - თქვა გიული ალასანიამ, რომელმაც ვივა მედი ცოტა ხნის წინ დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის შესახებ განცხადება თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ გააკეთა. 

მოგვიანებით, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ პრეზიდენტმა რეანიმაციაში გადაყვანის შეთავაზება ექიმებისგან მიიღო, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. მისი ვარაუდით, სააკაშვილს რეანიმაციულ განყოფილებაში დღესვე გადაიყვანენ.

"ვივა მედის" პოზიცია კი დეპუტატ იაგო ხვიჩიას კომენტარით გახდა ცნობილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი