მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია | "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტის რეანიმაციაში გადაყვანაზე მსჯელობენ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. კლინიკა "ვივა მედში" ახლა მხოლოდ იმაზე მსჯელობენ, გადაიყვანონ თუ არა მესამე პრეზიდენტი რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობის ტრაგიკულად დამძიმების მიზეზი კახექსიაა - წონის უკიდურესი კლება, რამაც შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს, გამოიწვიოს სასიცოცხლო ორგანოების გაჩერება და ლეტალური დასასრული. 

"ქართული ოცნება" კი ამ პირობებშიც ვაჭრობს. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას მხოლოდ კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დათანხმდება. მოთხოვნა კი ერთადერთია - სააკაშვილმა უნდა დაიწყოს კვება - მმართველი კლანი არ იჯერებს, რომ მესამე პრეზიდენტი არათუ არ, არამედ ვერ იღებს საკვებს. 

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი