"იძულებული ვხდებით, წავიდეთ ან პროფესიიდან, ან ქვეყნიდან" - ჯანდაცვის სამინისტროსთან ექთნები და სანიტრები აქციას გამართავენ 

გამოქვეყნდა:

ხელფასის ზრდა და ღირსეული შრომის პირობები -ამ  მთავარი მოთხოვნით ექთნები და სანიტრები დღეს აქციას გამართავენ, რომელიც 11 საათზე დაიწყება.

ისინი პროტესტს ჯანდაცვის სამინისტროსთან გეგმავენ. ისინი კლინიკებში გაუსაძლის პირობებსა და დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობენ.

"10 წელია ვმუშაობ ამ სფეროში, მიყვარს ჩემი პროფესია, მინდა ვიყო ამ სფეროში და არ მინდა ქვეყნიდან წავიდეთ, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია იძულებულს გვხდის, ან წავიდეთ პროფესიიდან, ან ქვეყნიდან. არანაირი დაზღვევა არ გვაქვს, ერთი სამსახური არ არის საკმარისი და იძულებული ვართ, ვმუშაობდეთ ორგან და სამგან. მინდა კოლეგების სახელით გავაკეთო განცხადება, რომ საშინელი მდგომარეობაა ხელფასების მხრივაც, ისედაც და ვერ იღებენ ხმას, ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. გთხოვთ, ნუ გეშინიათ, ამოიღეთ ხმა - ზარალდება პაციენტებიც, ჩვენც ვზარალდებით და ამოიღეთ ხმა",- ამბობს ია ხელაძე ექთანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი