"თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება, საქართველო თავისუფალი სამყაროსკენ მოძრაობას შეწყვეტს" | ფეიგინი

გამოქვეყნდა:

"თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება საქართველო გაჩერდება. ქვეყანა თავისუფალი სამყაროსკენ მოძრაობას შეწყვეტს", - ამის შესახებ რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.

ფეიგინმა ინტერვიუში 20 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ აქციით ორგანიზატორები დასავლეთს მიმართავენ.

ფეიგინმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის ვექტორზე და აღნიშნა, რომ ხალხისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება ევროპულ მომავალსა და დასავლურ ღირებულებებს მხარს არ უჭერს.

"20 თებერვალს მასშტაბური აქციების დაგეგმვას თავისი მიზეზები აქვს. ვფიქრობდით, რომ 4 იანვარს გამართულ აქციებს საქართველოს მთავრობა ყურადღებას მიაქცევდა და შესაბამის რეაგირებას მოახდენდა. მინიმუმ იმას მაინც იტყოდნენ, რომ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. მსგავსი არაფერი ყოფილა. თითქმის თვე ნახევარი გავიდა, მაგრამ წინსვლას ვერ ვხედავთ.

მეორე მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას უკავშირდება. ის ძალიან ცუდად არის. ახლახან კოვიდი გადაიტანა. დღევანდელმა ვიდეო კადრებმა შემძრა. ვერ გამიგია რატომ არ აჩერებენ საქმის წარმოებას მის განკურნებამდე.

ქართველი ერი უკრაინას, საქართველოს ევროპულ მომავალს, დასავლურ ღირებულებებსა და პრინციპებს მხარს უჭერს. მთავრობას კი ეს ვექტორი არ აქვს. პრობლემა იზრდება. არავინ იცი რა მოხდა. ერთი შეხედვით ქართველი ერი დღევანდელი მთავრობის ტყვეობაშია. სერიოზული პრობლემებია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება საქართველო გაჩერდება. ქვეყანა თავისუფალი სამყაროსკენ მოძრაობას შეწყვეტს. მერე გვიანი იქნება რადგან დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. მთავრობას პრობლემის სირთულე არ ესმის. დასავლეთი მიხეილ სააკაშვილის საკითხს სერიოზულად უყურებს. ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს.

20 თებერვალს დაგეგმილი აქციით  არა საქართველოს მთავრობას, არამედ დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს მივმართავთ. მათ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ უნდა მოუწოდონ. დასავლეთი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას წყვეტს, სალომე ზურაბიშვილს უნდა დაანახოს რომ ქვეყანაში დიდი პრობლემაა. სალომე ზურაბიშვილი გაზაფხულზე NATO-ს სამიტზე მიემგზავრება. თუ ვითარება უცვლელი დარჩება, დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი მას ძალიან ცუდად დაამახსოვრდება", - თქვა მარკ ფეიგინმა.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი