პოლიტიკური ცხოვრება ახალ რეალობაში | ლევან ხაბეიშვილის გეგმები "ნაციონალურ მოძრაობაში"

გამოქვეყნდა:

ენმ-ის დღევანდელ ყრილობაზე კონკრეტულ საორგანიზაციო სიახლეებზეც ისაუბრეს, რეგიონული ოფისების გაძლიერება, ახალი სიცოცხლე ახალგაზრდული მოძრაობებისთვის და ასე შემდეგ. თუმცა, მთავარი ოპოზიციური პარტიის ახალი ლიდერისგან საზოგადოება ჯერ კიდევ ელოდება კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და ხედვას. მითუმეტეს, როცა ვსაუბრობთ ისეთი სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე, როგორიცაა ოლიგარქიული მმართველობის დასრულება და ქვეყნის ევროატლანტიკურ რელსებზე სწრაფი დაბრუნება.

დაძაბული არჩევნების შემდეგ დამარცხებული კანდიდატის გუნდმა პარტიული თანამდებობები დატოვა. როგორც ჩანს, გარკვეული ცვლილებები კიდევ იქნება. როგორ გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება ახალ რეალობაში და როგორ შეინარჩუნებს პარტია ერთიანობას - შეკითხვები ლევან ხაბეიშვილს დავუსვით, რომლის რამდენიმე საჯარო განცხადებამ საზოგადოების ნაწილში გაუგებრობა გამოიწვია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი