ჯვრის მონასტერი ნადგურდება | წულუკიანის უწყებამ ძეგლის რეაბილიტაცია შეაჩერა

გამოქვეყნდა:

საქართველოს კიდევ ერთი გამორჩეული და უნიკალური ძეგლი, რომელიც ნადგურდება. ჯვრის მონასტერი იშლება. მეექვსე საუკუნის ტაძარში ბოლო ერთი წელია წყალი ჩამოდის, ეროზია კედლებს აზიანებს და ძეგლიდან ლოდები ცვივა.

შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შესამჩნევია წვიმის კვალი გუმბათზე და დაბზარული კედლები. დაზიანებულია ფასადიც, რომლის რეაბილიტაციისთვის ჩუბინაშვილის ეროვნულმა ცენტრმა ამერიკის საელჩოს დაფინანსებაც მოიპოვა, თუმცა ერთია წელია კულტურის სამინისტრო სამუშაოების დაწყების ნებართვას არ გასცემს. წულუკიანის უწყებამ პროექტი გაურკვეველი მიზეზით შეაჩერა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი