"თავისუფლება მიშას" | დღეს, 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 8 თებერვალს, 17:00 საათზე იუტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქცია "ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც დღეს პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა, რომელმაც მომდევნო დღეებში საპროტესტო აქციები დააანონსა:

  • 8 თებერვალი, 17:00 - აქცია თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან;
  • 9 თებერვალი, 13:00 - აქცია ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში; 
  • 10 თებერვალი, 13:00 - აქცია ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ხაშურში;
  • 11 თებერვალი, 15:00 - აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი