"ქართული ოცნება" კრემლის ოცნებას ემსგავსება... უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს" - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო "მთავარ არხთან" საუბრობს.
"ქართული ოცნება" კრემლის ოცნებას ემსგავსება. სამწუხაროდ ამ ყველაფრის ყურება მტკივნეულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართველი მოხალისეების უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან. "ქართულ ოცნებას" ახლა რუსეთის უპირატესობაც კი მოეჩვენა - ვერ ეღირსებით. უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს. ამბობენ, რომ საქართველოს ომში ჩართვა გვსურს - 50-ზე მეტი ქვეყანა გვეხმარება, მათ შორის ახალი ზელანდია და როგორ ფიქრობთ ისინი ომში მონაწილეობენ?! ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, მაგრამ დახმარებაზე უარს გვეუბნება, საქართველოა. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ამ ყველაფერის ფონზე რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. საქართველოს ყველაზე მეტად უნდა სურდეს რუსეთის დამარცხება. უკრაინის გამარჯვებაში წვლილის შეტანა ომში მონაწილეობის გარეშეც, უკრაინის დახმარებით შეიძლება. გვაინტერესებს "ქართული ოცნება" დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებაა, თუ რუსეთის რომელიმე გუბერნიის?! როგორც ვხედავთ, მთელი მთავრობა კობახიძის პოზიციას იზიარებს. მე არ მინახავს ქართველი მინისტრი, რომელიც მას არ დაეთანხმა და გადადგა. გამოდის, რომ ისინი ერთ აზრზე არიან, - ამბობს გონჩარენკო.