საქართველოს მოსახლეობის 70% პროევროპელი პოლიტიკის მხარდაჭერია - CRRC

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოსახლეობის 70% პროევროპელი პოლიტიკის მხარდაჭერია და უმეტესობა გრძნობს იმ საფრთხეებს, რაც რუსეთიდან საქართველოსა და უკრაინის მისამართით მოდის. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს კი, უფრო მეტად სჯერათ, რომ დათმობაზე წასვლით საქართველოსა და უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის არიდება შეეძლოთ.

როგორ აღიქვამს საქართველოს მოსახლეობა საგარეო სააფრთხეებს - საზოგადოების განწყობები კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შეისწავლა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი რუსეთის აგრესიის დასაშოშმინებლად დასავლური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიებისა და დამოუკიდებლობის დათმობას არ ემხრობა. 

კვლევისთვის მონაცემები CRRC-საქართველომ 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერში სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით შეაგროვა. გამოკითხვის ფარგლებში სულ 1,523 ინტერვიუ ჩატარდა საქართველოს ზრდასრულ (18+) მოსახლეობასთან. კვლევის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი