მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივა მედში" გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ალასანიას თქმით, კლინიკაში ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა მომდევნო დღეებში კიდევ უფრო დამძიმდეს და ცდილობენ, კლინიკას პასუხისმგებლობა აარიდონ.
"შიში აქვთ, რომ შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესი - ორგანოების გათიშვა, შეიძლება ადამიანი ჩავარდეს კომაში, არის ამის მონაცემები, ამის პროგნოზები გაკეთდა ადრე ძალიან ცნობილი ექიმებისგან. კლინიკის დანაშაული რომ აიცილონ, ცდილობენ, რომ ამ ყველაფერს რაღაც სხვა ახსნა მოუძებნონ, თუმცა იმას ამბობენ, რომ ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში", - თქვა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, დღეს, 22 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკა "ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა, ენდოკრინოლოგმა და მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
ისინი ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია, თუმცა პასუხისმგებლობას თავად სააკაშვილს აკისრებენ.
"ვივამედში" გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც. მისი თქმით, ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა, "დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი".
ნახეთ კლინიკა ვივამედში გაკეთებული განცხადებები: