"შეშფოთებულები ვართ საქართველოს გამო, რომელზეც რუსული გავლენა კიდევ უფრო იზრდება" - სოფო ლილუაშვილი ლიეტუველ დეპუტატებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის სეიმის დეპუტატები ვილიჯა ალეკნაიტე და ლაურანის კასიუნასი ნიკა გვარამიას პატიმრობას ეხმაურებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ მედია მენეჯერის პატიმრობის გამო.  

მათი თქმით მთავრობის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების გამო, ნიკა გვარამიას ოჯახს აშანტაჟებდნენ და დევნიდნენ. 

გავრცელებულ განცხადებაში ვილიჯა ალეკნაიტე მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს და წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებით საქართველოს პრორუსი ოლიგარქისა და რუსეთის ზეგავლენის ქვეშაა, რაზეც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ:

"სეიმში მე და ლაურინას კასიუნასი საქართველოდან ჩამოსულ სპეციალურ სტუმარს, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას ცოლს, სოფიოს შევხვდით. სამწუხაროდ საქართველო პრორუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ზეგავლენის ქვეშაა, ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც წერია, სადაც ასევე საუბარია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულ რეპრესიებზე. 

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია რომ მის სიცოცხლე სერიოზული საფრთხე ემუქრება. მისი მეგობარი ნიკა გვარამია, რომელიც 2012 წლიდან ტელეკომპანია რუსთავის ორს ხელმძღვანელობდა, მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების გამო იდევნებოდა. ის 2022 წელის 16 მაისიდან პატიმრობაში იმყოფება. თავისი საქმიანობის გამო მას ოჯახითაც აშანტაჟებდნენ. 

ნიკა გვარამიას საქმეზე საქართველოს უზენაესს სასამართლოს განხილვა ჯერ არ დაუწყია, თუმცა ოპოზიცია მართლმსაჯულების სისტემა უნდობლობას უცხადებს. ვწუხვართ ჩვენი სტუმრის, სოფიოსა და მისი ოჯახის გამო. ასევე შეშფოთებულები ვართ საქართველოს გამო, რომელიც რუსეთის შემოჭრის და დამცირების სამიზნე იყო, ქვეყნის რომელმაც ტერიტორიების ნაწილი დაკარგა და რომელზეც რუსული გავლენა კიდევ უფრო იზრდება" წერს ლიეტუველი დეპუტატი ვილიჯა ალეკნაიტე

 

შეგახსენებთ, სოფო ლილუაშვილი ლიეტუვაში, სეიმის წევრს, ჟიგიმანტას პავილიონისსაც შეხვდა.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი