"ოცნებამ" რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობამ რუსულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

76 - მომხრე - 13 წინააღმდეგი.

"ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დრეს დაჩქარებული წესით გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს სხდომაზე თარიღად ხუთშაბათი, 9 მარტი განისაზღვრა, მას შემდეგ რაც საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია დაიშალა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტს შესთავაზა დღესვე დაეწყოთ განხილვა.

პარალელურად, ისევ მობილიზაცია გამოაცხადეს და შეკრება დაიწყეს სამოქალაქო აქტივისტებმა და იმ მოქალაქეებმა, რომლებიც თვლიან, რომ რუსული კანონპროექტით, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დგება.

კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა სასესიო დარბაზშიც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი