"არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია" | მემანიშვილი კითხვაზე, რატომ დააკავეს დემონსტრანტები

გამოქვეყნდა:

"ყველა დაკავებულს განემარტა დარღვევის არსი, რისთვისაც დააკავეს" - ასე პასუხობს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი აქციაზე დაკავებულების შესახებ დასმულ შეკითხვას.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენი ადამიანია დაკავებული, მემანიშვილი ამბობს, რომ "ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ". ხოლო კითხვაზე, რატომ დააკავეს დემონსტრანტები, მათ შორის არასრულწლოვნები, ამბობს: "არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია".

ცნობისთვის, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი