პარლამენტთან აქცია განახლდა | რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარლამენტის მიმდებარედ საზოგადოების წევრები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ და საქართველოს ევროინტეგრაციის სურვილს გამოხატავენ. 

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან ქალთა მოძრაობის მარში მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან მივიდა. 

მარშს შეუერთდნენ რეგიონებიც - "ჩვენ ვართ ყველგან და ბოლომდე დავიცავთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას!" - აცხადებენ ორგანიზატორები. 

პარალელურად, "არა რუსულ კანონს" - რეგიონებში აქციები მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი