"დადგინდება სად დაკარგა თვალი" - კუპატაძე აქციაზე დაშავებულ მოქალაქეზე

გამოქვეყნდა:

"დადგინდება, სად დაკარგა თვალი" - ასე პასუხობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე ჟურნალისტების კითხვას აქციაზე დაშავებულ მოქალაქესთან დაკავშირებით. 

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური ახორციელებს გამოძიებას. აღნიშნული ფაქტის დადგენისა და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში ექნებათ შესაბამისი რეაგირება. [დაკარგა თუ არა თვალი] ზუსტად ვერ გეტყვით, გამოძიების დროს დადგინდება ამ ადამიანმა სად დაკარგა თვალი, ვერ გეტყვით სად დაკარგა" ,- ამბობს კუპატაძე. 

ცნობისთვის, მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ აქციაზე თვალი დაკარგა. გავრცელებული ცნობებით, მას რეზინის ტყვია მოხვდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი