დავიცვათ მონაპოვარი და გამარჯვება აღვნიშნოთ ერთად - პარლამენტთან საპროტესტო აქცია იწყება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში პარლამენტთან უკვე იკრიბებიან აქციის მონაწილეები. საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. 

აქციაზე მოქალაქეები კონკრეტულ შედეგს დაელოდებიან, რადგან ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ განცხადებების გაკეთება რუსული კანონპროექტების ჩაგდებაზე, დამაჯერებელი არაა. 

"სამწუხაროდ, "ქართული ოცნებისგან" გვაქვს გამოცდილება, როდესაც თქვეს ერთი და გააკეთეს მეორე, ამიტომ მნიშვნელოვანია დღეს აქ ვიყოთ და დავრწმუნდეთ, რომ დანაპირებს შეასრულებენ და ნამდვილად გაიწვევენ რუსულ კანონპროექტს", - თქვა ეთიკის ქარტიის წარმომადგენელმა, ხატია ღოღობერიძემ.

დღეს, პარლამენტში გაიმართება პლენარული სესია, სადაც მეორე მოსმენით გავა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული "ამერიკულის ანალოგი" კანონპროექტი, რომელსაც პირველი მოსმენით 76-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობამ პროტესტის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორივე კანონპროექტი გამოიწვიონ. აღნიშნული კანონი პლენარულ სესიაზე, მეორე კენჭისყრით, დღეს უნდა ჩააგდონ. 

სესია აქციის ფონზე წარიმართება. პარლამენტის შიგნით კი დაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი