ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 464 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის გენერალური პროკურატურა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 464 ბავშვი დაიღუპა, 935 კი დაშავდა.

რეგიონები, სადაც ბავშვები ყველაზე მეტად დაზიანდნენ:

  • დონეცკის რეგიონი - 44;
  • ხარკოვი - 273;
  • კიევი - 123;
  • ხერსონი - 94;
  • ზაპოროჟიე - 87;
  • მიკოლაევი - 84;
  • ჩერნიგოვი - 68;
  • დნეპროპეტროვსკი - 66.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობითვე, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მხრიდან მასობრივი დაბომბვის შედეგად, 3126 სასწავლო დაწესებულება დააზიანეს, მათგან 438 მთლიანად განადგურდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი