"ვყიდი, 20 თეთრი რომ დამრჩეს და სახლში შევიტანო პურის ფული..." | გარემოვაჭრეების პროტესტი თელავში და მერიის მუქარა

გამოქვეყნდა:

გარემოვაჭრეების პროტესტი თელავში - აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის სამსახური ემუქრება.

ისინი დღეს უკვე გააფრთხილეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. 

"სახლი არ მაქვს, სხვის სახლში ვარ შეფარებული. აწვიმს, ათოვს. სოციალურად დაუცველი ვარ, 50 ლარს მაძლევენ. კი ბატონო. რა გავაკეთო იმ 50 ლარით, თუ ეს არ გამოვიტანო და არ გავყიდო, ვყიდულობ, რაღაც 20 თეთრი რომ დამრჩეს და სახლში შევიტანო პურის ფული და თავი შევირჩინო", - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი