"ან ქალის დაწერილია ან გეის" - სამხარაძე ამტკიცებს, რომ გავრცელებული მიმოწერა ფეიკია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დიტო სამხარაძე ამტკიცებს, რომ მიმოწერა, რომელიც მოქალაქე ნუგზარ სულაშვილმა სოციალ ქსელში გაავრცელა ან "ყალბი ექაუნთით მისი სახელითაა მიწერილი, ან ფეიკია".

დიტო სამხარაძე ამბობს, რომ სიტყვები, რომლებიც მიმოწერისას არის გამოყენებული, მის "ლექსიკონში არაა" და წერს, რომ მიმოწერა ან "ქალის დაწერილია, ან გეის".

"მეგობარმა ჩამიგდო და წესიერად ისიც ვერ გავარკვიე, ჩემი სახელით და ყალბი ექაუნთით, ვიღაცას მიწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა თუ სქრინი არის საერთოდ ფეიკი.

ბევრი რომ არ ვწერო, რამდენიმე სიტყვაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:

1. “ბიჭო”

2. “გაძუყვნა”

3. “ჩაიჯვი”

4. “მიწიდან ამოგთხრი”

5. “ კეთილები”

და ბოლოს ყველაზე მაგარი, “ვირთხავ” ამან დაგლიჯა ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის ყოველ დღე კითხულობთ ჩემს პოსტებს და შეგეძლოთ უფრო ხარისხიანი ფეიკი შეგექმნათ ან როდის იყო მესინჯერში ვინმესთვის რამე მიმიწერია, გამორთული მაქვს იდიოტებო ტექსტიც ან ქალის დაწერილია, ან გეის

გავატარებდი ამ სიგიჟეს, მაგრამ, ნაცების შავი წარსული რომ ვიცი და მათი უფრო ბნელი მომავალი, პრევენციის მიზნით დავაფიქსირებ! ნეკროლოგი მერაბიშვილი გყავთ ლიდერად, აქციაზეც არასრულწლოვნების სისხლი გინდოდათ! ახლა ახალი მოიფიქრეთ? ნაცებო, ფაშისტო ლიბერალებო, ესენი ჩვენი სახელით დაგემუქრებიან, შეიძლება მუქარაც აღასრულონ ჩვენ რომ დაგვბრალდეს, ხოდა ფრთხილად იყავით! ჩვენ არც მსგავსი რამის გამფიქრებლები ვართ, არც ასე ადვილად არ დავიბრალებთ და დაზარალებულები თქვენ დარჩებით, მითუმეტეს ისინი, რომლებსაც ასეთი ბინძური ფეიკებისთვის გამოგიყენებენ!", - წერს სამხარაძე.

შეგახსენებთ, მოქალაქე ნუგზარ სულაშვილმა სოციალ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატ, დიტო სამხარაძესთან მიმოწერა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ სამხარაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი