ოზურგეთში კუბოს ფორმის საყვავილეების მოწყობა ბიუჯეტს ₾2.15 მილიონი დაუჯდა - მონაცემებს "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ოზურგეთის საყვავილეების ტენდერში კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე შპს “ჯორჯიან სტოუნმა” გაიმარჯვა, რომლის მეპატრონე ბადრი რომანაძეა. ომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო.
"მისი ნათესავები, ძმები მინდია და ზვიად რომანაძეები ამჟამად ქობულეთის მერის მოადგილის და ა(ა)იპ გამწვანების სამსახურის უფროსის თანამდებობებს იკავებენ.
"მინდია რომანაძე, ქობულეთის მერიამდე, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო 2011-2015 წლებში ქობულეთში კახი კალაძის კუთვნილი სასტუმრო „კოლხეთის” დირექტორი იყო.
მას შემდეგ, რაც ბადრი რომანაძე 2014 წელს საჯარო სამსახურიდან წავიდა, მისმა კომპანიამ ტენდერებში გამარჯვება დაიწყო.
2015-2022 წლებში მან 43.5 მილიონი ლარის ტენდერები მიიღო და აქედან 20.2 მილიონი მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან.
ოზურგეთში ბოლო ტენდერის ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 1.9 მილიონი ლარი იყო, თუმცა შემდეგ 200 ათასი ლარით გაიზარდა.
სამუშაოები 2023 წლის 18 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დასრულების ვადამ 3 თვის გადაიწია.
აღნიშნული სივრცის რეაბილიტაცია 2015 წელსაც მოხდა, რა დროსაც ტერიტორია ე.წ “სარკოფაგისგან” გაწმინდეს, თუმცა “სარკოფაგი” კუბოს ფორმის 18 საყვავილით ჩანაცვლდა." წერს ფლანგვის დეტექტორი.
იხილეთ ასევე: