იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა უკრაინაშია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიშიდა უკრაინის დედაქალაქში, კიევში მატარებლით ჩავიდა. მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ემინე ჯაფაროვა და უკრაინაში იაპონიის ელჩი დახვდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, კიშიდა ზელენსკის პირადად შეხვდება, სადაც ორი ქვეყნის წარმომადგენელი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის იაპონიის მხარდაჭერას განიხილავს.
კიშიდა დიდი შვიდეულის ერთადერთ პრეზიდენტი იყო, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევში არ იყო ჩასული.