ანალენა ბერბოკი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა. ეს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ საოკუპაციო რეჟიმის გეგმებისა და გამყოფ ხაზთან შექმნილი უმძიმესი მოვლენების შესახებ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

დავით ქაცარავა ოძისში ჩასულ დიპლომატებს ადგილზე დახვდა და უამბო,თუ როგორ გეგმავს დეფაქტო მთავრობა  დელიმიტაციის გეგმის დამტკიცებასა და 208 კვადრატული კილომეტრი მიწის ფართობის დამატებით ოკუპაციას.

მან ასევე ანალენა ბერბოკის გარემოცვას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს იმ მოქალაქეების  შესახებ, რომელიც ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, მათ გათავისუფლებას კი საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს.

გერმანელმა დიპლომატმა საქართველოში შეხვედრები დაიწყო მესამე სექტორის წარმომადგენლებთან. ნიშანდობლივია, რომ ბერბოკი თავად მივიდა ახალგარზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. 

ბერბოკი ასევე შეხვდა ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილის, რის შემდეგაც საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ბრიფინგი გამართეს. 

ბერბოკი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ბერბოკი საკუთარი ინიციატივით დღეს სტუდენტებსაც შეხვდება და ქვეყნის მომავლის განვითარების პერსპექტივებზე მათს ხედვასა და შეხედულებებს პირადად გაეცნობა. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციასთანაც. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი