უზარმაზარი ძალისხმევის წყალობით, ბახმუტში ვახერხებთ სიტუაციის სტაბილიზაციას - ზალუჟნი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ტელეფონით გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსს, ადმირალ  სერ ტონი რადაკინს ესაუბრა. როგორც ვალერი ზალუჟნი ფეისბუქზე წერს, ბრიტანელ კოლეგას ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ბოლო ინფორმაცია მიაწოდა. ვალერი ზალუჟნის თქმით, ყველაზე რთული ვითარება ბახმუტის მიმართულებაა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები სიტუაციის დასტაბილურებას ახერხებენ:

"თავდაცვის ძალების უზარმაზარი ძალისხმევის წყალობით, ჩვენ ვახერხებთ სიტუაციის სტაბილიზაციას. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები. შევთანხმდით განვავითაროთ თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ კონტაქტი. მადლობელი ვარ ადმირალ რადაკინის მხარდაჭერისთვის. პარტნიორების დახმარების წყალობით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ" წერს ზალუჟნი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი