"მიწა დაგვირეგისტრირეს, ახლა თაღლითებად გამოგვაცხადეს, 300 პირზე საქმე აღძრეს" - აქცია საგურამოში

გამოქვეყნდა:

პროტესტი საგურამოში - ადგილობრივები ხელისუფლებას უკანონო დევნაში ადანაშაულებენ.  
საქმე ეხება მიწების რეგისტრაციას, რომლის წესი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამარტივდა. მოსახლეობამ წინაპრების საკუუთრებაში არსებული მიწები დაიკანონა, ახლა კი პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყება ამბობს, რომ რეგისტრაცია უკანონოდ მოხდა. ადგილობრივების თქმით, მხოლოდ საგურამოში საქმე 300 პირის მიმართ აღიძრა, აქედან 120 დააჯარიმეს.

აქცია საკრებულოსთან გაიმართა.

"მოგვცეს მიწები, დაგვირიგეს, საბუთებით გაგვიფორმეს, ყველაფერი და ახლა თაღლითებად გამოგვაცხადეს ამდენი ხალხი. გირაოები ცალკე შეგვატანინეს, პლუს ადვოკატების ფული, პლუს კიდევ ჯარიმებზეა აქ საუბარი, და წარმოგიდგენიათ რამხელა თანხემბზე მიდის?! რა უნდა ქნას ამ ხალხმა, პირადად მე ვცხოვრობ იქ 35 წელია, იმას მედავებიან, რომ ეს არასწორად გაქვს გაფორმებულიო, მაშინ რატომ მაძლევ მაგის ფულებას, რომ გავიფორმო", - ამბობს ადგილობრივი.

"გირჩის" წევრი, იაგო ხვიჩია, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა ამბობს, რომ გაუგებარია რას ემსახურება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, დაშინებას, არჩევნების წინ თუ რაიმე სხვას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აქციებს მომავალშიც გამართავენ.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი