
შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმის ფუგურანტების გამოკითხვა გრძლედება. ამჯერად, სამართალდამცველების შეკითხვებს ვანო თეგაძე და მისი შეყვარებული პასუხობენ.
საგამოძიებო უწყებაში ბრალდებულ საბა ჩხარტიშვილის ადვოკატიც მივიდა, რომელიც ამბობს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, ხვალ გაასაჩივრებენ.
ვერ ვეთანხმებით საბა ჩხარტიშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან საბა ჩხარტიშვილს არასოდეს უცდია მიმალვა, არ გაუნადგურებია არასოდეს მტკიცებულებები და შესაბამისად, ახალი დანაშაულის ჩადენის რისკთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ არის დაუსაბუთებელი კონკრეტული გადაწყვეტილება, - განმარტავს ადვოკატი დავით ჭიკაიძე.
სასტიკად მოკლული ფეხბურთელის საქმეს იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა. თეა წულუკიანმა უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იგი დაკავებულ მორაგბეებს მფარველობს.
არავითარი გაგნიძე და სხვა გვარები არ მონაწილეობდნენ ჩემს საარჩევნო კამპანიაში. ეს არის ერთი კაცის გამოგონილი ტყუილი. მე პირადად, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არამცთუ მკაცრად, არამედ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელმაც შაქარაშვილს ასე ვერაგულად, დაუნდობლად მოუსწრაფა სიცოცხლე, - ამბობს წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, გადაცემა "მთავარ აქცენტებში", იუსტიციის მინისტრი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რაგბისტების, არჩილ გაგნიძისა და ნიკა ჟვანიას მფარველობაში დაადანაშაულა.