ვინ არის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე უზენაესში და რატომ ჭიანურდება საკასაციო საქმის განხილვის დაწყება?

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური სისტემა კვლავ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ქართული ოცნების სრული კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლო კლანი მთავარი არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის  პროცესს კვლავ აჭიანურებს. უკვე სამი თვეა უზენაეს სასამართლოში შესულია საკასაციო საჩივარი, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის. სახეზეა სასამართლო კლანის წევრი მოსამართლის მიერ მანიპულაციებისა და  უმაღლეს ინსტანციაში პროცესის ხელოვნურად  პარალიზების მცდელობა. 

უკვე სამი თვეა მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს აკისრია მოვალეობა უზენაესი სასამართლოს კონკრეტულ მოსამართლეებს დააკისროს გვარამიას საჩივრის განხილვა და დანიშნოს სხდომა, მაგრამ გაბინაშვილი პროცესს აფერხებს. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ გაჭიანურება ხელოვნურად ხდება და ხელისუფლების დაკვეთით სასამართლო კლანი ცდილობს იპოვოს ისეთი მოსამართლეები უზენაესში, რომლებიც ქართული ოცნებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი