ქალთა მიმართ ძალადობდა დასაგმობია, ასევე, დასაგმობია მცდელობა ვიღაცამ რაღაც მოვლენა გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისათვის - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ამატებს, რომ ასევე დასაგმობია ვიღაცამ რაღაც მოვლენა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. კობახიძეს არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რა მოვლენის გამოყენების მცდელობა დაინახა, ან ვისი მხრიდან გასულ დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"ქალთა მიმართ ძალადობდა, რა თქმა უნდა, დასაგმობია. ასევე დასაგმობია ნებისმიერი მცდელობა ვიღაცამ რაღაც მოვლენა გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისათვის. ეს არის ჩემი პოზიცია. [პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ] ეს განცხადებაც იყო გაუგებარი, რეალურად როცა საუბარი ხელისუფლების მხრიდან ამის წახალისებაზე, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი განცხადება, სინამდვილესთან არაფერი აქვს კავშირი", - თქვა კობახიძემ. 

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ სპეციალური ბრიფინგი ჩანიშნა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა და შევიწროება დაგმო. მან თქვა, რომ ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, არამედ მოძალადეს აგულიანებს, რისიც უნდა რცხვენოდეთ.

ცნობისთვის, ამ ბრიფინგამდე პრეზიდენტს დახმარება საჯაროდ სთხოვა თათია სამხარაძემ, რომელმაც დაწერა, რომ მისი განადგურება რეალითი შოუდ აქციას.

ცნობისთვის, 26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ "პოსტივი" იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის, აქვს ჩალურჯებები. სამხარაძე ვიდეოს სახლიდან წერს, სადაც მამამისთან ერთადაა და ამბობს, რომ არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.

24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან  პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ,  სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.  

შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა. 

სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, "პოსტივისთან" ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძემ  POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი